02 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" კიდევ ერთხელ დაკითხეს - გურამ ამირხანაშვილმა შსს ცოტა ხნის წინ დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" კიდევ ერთხელ დაკითხეს. გურამ ამირხანაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს. ერთ-ერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო.

საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებასა და შენახვაზე.

დღის ამბები