02 მაისი 2024,   00:49
ვრცლად
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მუშაობა დაასრულა - ექსპერტიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე მუშაობა დაასრულა და  პასუხი უკვე გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაცია კურიერს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მიაწოდა.

სავარაუდოდ უკვე ხვალ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები