01 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
გამომძიებლის მხრიდან ადვოკატისთვის ნივთმტკიცებულების სახით პირადი ცხოვრების კადრების გადაცემას შსს სწავლობს - რას აცხადებენ უფლებადამცველები

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს. ერთ-ერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებასა და შენახვაზე.

გამომძიებლის მხრიდან ადვოკატისთვის ნივთმტკიცებულების სახით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაცემის ფაქტს შსს სწავლობს. აღნიშნულ თემაზე უკვე გააკეთეს კომენტარი ბრალდებულების ადვოკატებმა. მათი თქმით, აღნიშნული ნივთმტკიცებულება მხოლოდ ერთმა ადვოკატმა მიიღო. ადვოკატებმა ასევე ისაუბრეს  იმ ჩანაწერებზეც, რომელიც დღეს გავრცელდა.

"არაფერი პირადი ცხოვრება არ ყოფილა რაც მე გადმომცეს. პირველად 10 ტომი რომ გადმომეცა, მის შემდეგ არ ამიღია ინფორმაცია," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

დღის ამბები