23 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსი გასულ დღე-ღამეში 61 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

პანდემიის ეპიცენტრში, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი რეკორდულად მატულობს. გასულ დღე-ღამეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსი 61 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ამერიკის წამყვანი ექიმის ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემიის მართვა ვაქცინის არსებობის პირობებიც რთული იქნება.

მწვავე ეპიდსიტუაციაა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიაში ლეტალობის ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს აჭარბებს. კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლივიის პრეზიდენტს.

დღის ამბები