18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბოლო გამოცდა ტარდება - COVID-19-ის შემთხვევის მიუხედავად საგამოცდო პროცესი გრძელდება

დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბოლო გამოცდა ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ერთერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, პროცესი არ შეჩერებულა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის თქმით, რეკომენდაციების შეცვლის ან გამკაცრების საჭიროება არ დამდგარა, რადგან ცენტრი ისედაც მომზადებული იყო მსგავსი შემთხვევისთვის. ამასთან სოფო გორგოძე ამბობს, რომ ის 9 აბიტურიენტი, რომელიც დაინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდა საგამოცდო სექტორში, გამოცდების პროცესში მონაწილეობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, შესაბამისი კვლევების გავლის შემდეგ:

"დამატებითი რეკომენდაციები არ გვქონია, იმიტომ რომ, როდესაც ვემზადებოდით ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევისთვისაც ვიყავით მზად და გვქონდა სარეზერვო სივრცეები სადაც სამმხრივი შემოსაზღვრული ფარით განთავსდებიან დანარჩენი აბიტურიენტები. შესაბამისად რაიმე რეკომენდაციების შეცვლას ან გამკაცრებას ამ ეტაპზე ადგილი არ ქონია,  ის 9 აბიტურიენტი, რომლებიც განთავსებული იყვნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი კვლევების შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას," - განაცხადა სოფო გორგოძემ.

დღის ამბები