სამტრედიაში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 72 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხედარი მდინარე რიონში ნახეს.
72 წლის კაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან მდინარეზე წავიდა. ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპირზე იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ათი მაშველი და მყვინთავები.