ენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის.
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჰუმანიტარული კორიდორით" დანარჩენ საქართველოში მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში ჩასვლას 13-დან 17 ივლისის ჩათვლით შეძლებენ.
მიმდინარე წლის თებერვალში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის საბაბით, საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ორმხრივად ჩაკეტა, მოგვიანებით კი, რამდენჯერმე ცალმხრივად გახსნა.