სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ნიკა მესხმა განაცხადა, რომ გასულ წლებთან შედარებით მავნებლების გავრცელების არეალი ბევრად უფრო მასშტაბურია.
გლობალურმა დათბობამ საგრძნობლად შეუწყო ხელი კალიების გამრავლებას აღმოსავლეთ საქართველოში, რასაც სპეციალური ტექნიკით ებრძვიან.
"ჟამად ღონისძიებები ტარდება აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ რეგიონებში. ეს არის კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონები და ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიები. მოცემული მომენტისთვის დამუშავებული 38,000 ჰექტარი ფართობი," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკა მესხმა.