"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აკრიტიკებს - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა სახლში გაუშვას ბათუმის მერი ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაართვას.
კირთაძის თქმით, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში რიჟვაძის მითითებით გავიდა, რადგან, საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომახიძე თუ 15 ივლისამდე დატოვებს თანამდებობას, აუცილებელი იქნება ქალაქმა ახალი მერი აირჩიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით დანიშნოს სასურველი კადრი.
ოპოზიციის ბრალდებებს აჭარის მთავრობაში არ უპასუხეს. ლაშა კომახიძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.