23 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 36 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 36 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი. დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 2 ინფიცირებულ კურსანტს მკურნალობენ. ორივე მათგანის განმეორებითი კოვიდ ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. 

2 პაციენტი მკურნალობს ოკუპირებულ ცხინვალშიც. ექიმების დაკვირვების ქვეშ 150-მდე პირი იმყოფება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო მთავრობების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 38, ცხინვალში კი - 87 შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები