06 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ისევ არეულობაა - ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ისევ არეულობაა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ საბრძოლო ტექნიკა სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიყვანა მწყობრიდან.

ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ კი, აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის დაპირისპირებას სომხეთის მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროვოცირებულ ქმედებად აფასებს, რათა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მძიმე ვითარება გადაფარონ. შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო.

აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" დასავლეთს ენერგორესურსების ექსპორტში დახმარებას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ მიმავალი მილსადენები კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარეობს.

დღის ამბები