ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე განიხილება. არსებული ინფორმაციით, ლომინაძეს "ქართული ოცნება" ხვალ წარადგენს.
ინფორმაციას თავად ზაზა ლომინაძეც ადასტურებს. მისი თქმით, კანდიდატურა მეგობართა ჯგუფის მიერ შეირჩა.
ზაზა ლომინაძე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ასევე არის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული.