18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
"გიორგი ძალიან პოზიტიური იყო და კონფლიქტი რომ მოხდა გაუკვირდა, რადგან მისთვის ეს უცხო იყო" - ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ შსს დატოვა

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სოციალური ქსელებით დაინტერესდა. როგორც დღევანდელი გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ განაცხადა, სამართალდამცველებმა მისი მიმოწერები შეამოწმეს.

"გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნეს დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები.

დაკარგვის შესახებ მე დეტალური ინფორმაცია არ ვიცოდი იმ ღამეს. ეს ამბავი მოვყევი დაბნეულად, რადგან აფორიაქებული ვიყავი. გიორგის არ ვიცნობდი, თუმცა კონტაქტი მქონდა. გიორგი ძალიან პოზიტიური იყო და კონფლიქტი რომ მოხდა გაუკვირდა, რადგან მისთვის ეს უცხო იყო"- უთხრა იაკობ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს.

ბრეგვაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელი მცხეთაში მომხდარის შემდეგ მნიშვნელოვანი დეტალი არ არის.

როგორც ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას არაფერს უმალავს.

"თემქაზე წასვლამდე იყო ლისზე. რადგან ბავშვებთან იყო შეთანხმებული. ფაქტთან დაკავშირებით მან რამე მოიტყუა? თემქაზე წავიდა თუ აზერბაიჯანში რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ფაქტი მცხეთაში მოხდა. ამ დღეების მანძილზე მან გადაათვალიერა მინაწერები და გამოძიებას ის დეტალები გავუზიარეთ, რაც გვგონია, რომ დაეხმარებათ,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

დღის ამბები