18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
"ისიც ვიცით, ვინ გამოიძახა ნახალოვკელები და ვინ გაეკიდა გიოს" - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების მიმოწერას "კურიერი" ასაჯაროებს

გიორგი შაქარაშვილის საქმის 18-ე ტომში კონსტანტინე ღიბრაძის (ე.წ. დიჯეის) სოციალურ ქსელში მინაწერებიც დევს, სადაც ღიბრაძე თავის მეგობარს დაპირისპირების პირველ ვერსიას უყვება და აღწერს, როგორ დაიწყო პირველი დაპირისპირება.

კოკო ღიბრაძე - "როგორც გავიგე ვიღაცეებში შელაპარაკების ნიადაგზე.
ჩვენ არ ვყოფილვართ მანდ,
მანამდე იყო უბრალოდ შენიშვნები,
მე მითხრეს მთვრალებმა ეე დიჯეიო
და ავუხსენით, რომ მეთქი მეც იუბილარის მეგობარი ვარ თქო
და არაფერი რამე ზედმეტი"

კოკო ღიბრაძის მეგობარი"არ იცნობდი იმათ ხო?"

კოკო ღიბრაძე"ნახალოვკელებს არა, მოკლედ გადაეკიდნენ ვახოს
და ანაც შეიყვანეს სიცრუეში"

კოკო ღიბრაძის მეგობარი - "ისიც ვიცით, ვინც გამოიძახა ეგ მკვლელები! და ისიც დაისჯება. სხვათა შორის ისიც გაეკიდა გიოს."

კოკო ღიბრაძე"აი პროსტა ვერ ვხვდები რა ინტერესი ქონდათ ჩვენი ან გიოსი"

ეს არის სოციალური ქსელებიდან ამოღებული ის მიწერ-მოწერა, სადაც ტრაგიკული ღამის დეტალებს საქმის ფიგურანტები იხსენებენ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

დღის ამბები