03 მაისი 2024,   05:09
ვრცლად
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სერბეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

პროსახელისუფლებო მედია haqqin.az ინფორმაციას სამხედრო წყაროებსა და სოციალურ ქსელებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მასალაში ნათქვამია, რომ სომხური მხარე კონფლიქტური რეგიონის - ტოვუზის დაბომბვისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა და საბრძოლო მასალა, როგორც სერბეთიდან, ისე რუსეთიდან სომხეთმა საქართველოს გავლით მიიღო. სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისის ამგვარმა ქმედებამ აზერბაიჯანული მხარის შეშფოთება გამოიწვია.

პუბლიკაციაში კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა და ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული არაერთი დახმარების სანაცვლოდ, თბილისისგან პროვოკაციებსა და აზერბაიჯანელ ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

დღის ამბები