28 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
სირიაში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 85 ადამიანი

სირიაში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, თურქეთის საზღვართან ახლოს ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 85 ადამიანი.

დაშავებულების ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ამ დრომდე, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აზაზის რეგიონს, სადაც ინციდენტი მოხდა, ბოლო 4 წელია თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები აკონტროლებენ.

დღის ამბები