თბილისის ზღვაში დაკარგული 2 მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. მეორეს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
შემთხვევა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის სანაპიროსთან მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ლაგოდეხის რაიონიდან, სოფელ კაბლიდან არის.
"კურიერს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე 5 მყვინთავი განაგრძობს მუშაობას, მიმდინარეობს პერიმეტრის მონიტორინგი.
ავტორი : მირიან გორგოძე