18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
სტუმარი და ყველა ვისაც მასთან შეხება ჰქონდა გადაყვანილია კარანტინში - "რედისონ ბლუ ბათუმის" გენერალური მენეჯერი

გახდება თუ არა ბათუმის რედისონი კორონავირუსის გავრცელების წყარო - ბათუმში ვირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელსაც კარანტინი არ გაუვლია და "რედისონ ბლუ ბათუმში" იმყოფებოდა. პაციენტი არ არის საქართველოს მოქალაქე.

კორონავირუსის ფაქტს ადასტურებს სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმის" გენერალური მენეჯერი ფიქრეთ იუქსელი:

"კორონავირუსის შემთხვევას ჩვენ სასტუმროში ვადასტურებთ. არსებული რეგულაციების თანახმად სტუმარმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრის გადმოკვეთამდე გაიკეთა ტესტი, რომელიც იყო უარყოფითი. საზღვარზე აეროპორტში გაიკეთა კიდევ ერთი ტესტი, რომელიც ასევე იყო უარყოფითი. ჩვენთან შემოსვლის შემდეგ ტესტმა რომელიც ჩაუტარდა აჩვენა დადებითი შედეგი. სტუმარი და ყველა ვისაც მასთან შეხება ჰქონდა გადაიყვანეს კარანტინში. თანამშრომლებს PCR ტესტირებით წინა კვირის მონაცემებით კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდათ," - განაცხადა ფიქრეთ იუქსელმა.

დღის ამბები