28 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა 15.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 15 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. ყველაზე რთული ეპიდსიტუაცია შეერთებულ შტატებშია, სადაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 4 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მონაცემები ყოველდღიურად მატულობს ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა მექსიკაში. კორონავირუსის მზარდი გავრცელების გამო საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო ბოლივიაში.

რაც შეეხება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს - "კოვიდ-19-ით" ინფიცირებისა და ლეტალობის ფაქტები კვლავ მზარდია რუსეთსა და თურქეთში. გასულ დღე-ღამეში ვირუსს სომხეთში 10, აზერბაიჯანში კი 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები