28 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
ირანული მედია აშშ-ს მათი სამგზავრო თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს

ირანული მედია ამერიკულ მხარეს, სირიის საჰაერო სივრცეში ირანული სამგზავრო თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს.

ირანის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი რეისს თეირანიდან ბეირუთში ასრულებდა, რა დროსაც მას ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა და უსაფრთხო დისტანცია დაარღვია, რის გამოც სამგზავრო თვითმფრინავის პილოტს სწრაფი მანევრების ჩატარება მოუწია. შედეგად დაშავდა რამდენიმე მგზავრი.

ამერიკული მხარე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო დაზვერვის თვითმფრინავებმა ათასმეტრიანი დისტანცია დაიცვეს.

დღის ამბები