თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1- სოფელი გაჩიანიდან არის.
მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ჯერ-ჯერობით ვითარება კონტროლირებადია და ამ ეტაპზე, ცალკეული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროება არ დგას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1137-მდე გაიზარდა.
2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და 922-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდაცვლილია 16 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6439 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 326.