18 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით 20 ერთეული ყველგანმავალი "არგო" გადაეცა

სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 20 ერთეული ყველგანმავალი "არგო" გადაეცა.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

"მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკულ მხარეს სასაზღვრო პოლიციასთან ერთად განხორციელებული და მიმდინარე მრავალი წარმატებული პროექტისათვის, რომელიც ეხება როგორც სანაპირო დაცვას, ასევე სახმელეთო საზღვარს.

ასევე თანამშრომლობის შედეგად გაუმჯობესებულია სასაზღვრო პოლიციის აღჭურვილობა, მათი შესაძლებლობები, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და განახლებულია სატრანსპორტო საშუალებები. ჩვენ მომავალშიც ბუნებრივია გავაგრძელებთ თანამშრომლობას," - აცხადებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე.

დღის ამბები