საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1,155 შეადგინა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
2-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ და ამ ეტაპზე განკურნებულთა რიცხვი 929-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 337.