19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1168-ს შეადგენს.

5-ით  მოიმატა განკურნებულთა რაოდებობამ, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, რაც საერთო შემთხვევების 81%-ია. აქტიური შემთხვევების რაოდენობა არის 211, გარდაცვლილია 17, კარანტინში ამ ეტაპზე 6596 ადამიანი იმყოფება.

დღის ამბები