28 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
ვიეტნამში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა და ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

ვიეტნამში​ კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა და ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. 45-ვე ახალი შემთხვევა საკურორტო ქალაქ დენანგში გამოვლინდა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას, ბოლო 3 თვეზე მეტი ხნის მანძილზე პირველად დადასტურდა.

ტოკიოში შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში ინფიცირების შემთხვევების დინამიკა არ დაიკლებს.

ჰონგ-კონგში კი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 1 წლით გადადეს.

მზარდია სტატისტიკა ინდოეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 54,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 800 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის გავრცელების ტემპის მატების გამო შეზღუდვები ინგლისის ჩრდილოეთშიც გაამკაცრეს.

დღის ამბები