19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
პიროვნება, რომელიც მე სამძიმარზე ვნახე, არის მიშა იაკობიძე და მასზეც მექნება ჩვენება - შსს-ში​ დღეს ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე მივა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს შსს-ში მისი ახლო მეგობარი მივა. ბაჩანა ლობჟანიძე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ის გამოძიებას თამარის სამსახურის - შპს "ზეგ-ის" შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ასევე, მოითხოვს მისი ერთ-ერთი მეგობრის გამოკითხვას, რომელიც გარდაცვლილს თეთრიწყაროში ეძებდა.

ბაჩანა ლობჟანიძე არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლე სწორედ მის საქმიანობას შეეწირა.

"ინფორმაცია ეხება ზეგ-ის მარკეტს. სხვა გარემოება არის, მაგალითად სხვა პიროვნება, ვინც ახლო ურთიერთობაში იყო თუ რაღაც კონტაქტი ჰქონდა თამართან. პიროვნება, რომელიც მე სამძიმარზე ვნახე, მე მეგონა რომ ის იყო თსუ-ელი, ეს არის მიშა იაკობიძე და მასზეც მექნება დამატებითი ჩვენება, რომ დაიკითხოს ისიც ამ თემაზე. მიშა იაკობიძე, როგორც ირკვევა, ორშაბათსა და სამშაბათს ეძებდა თავისი სახსრებით მიმდებარე ტერიტორიებზე. მე ვფიქრობ, რომ სამსახური არის გარემოებრივი ფაქტორი იმისა, თუ რაც მიმდინარეობს ახლა," - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა ბაჩანა ლობჟანიძემ. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები