26 აპრილი 2024,   07:08
ვრცლად
დაბა ჯვარში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით  მუცელში აქვს მიყენებული.

"კურიერის" ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი ცხელ კვალზე გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული. ის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები