ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან სამივე იმპორტირებულია. ორი მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აღნიშნული განცხადება მარინა ეზუგბაიამ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში ამ დროისთვის 241 პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კი ამ ეტაპზე 82%-ია.