26 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მინსკში დაპირისპირებებში გადაიზარდა - აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

დაპირისპირება მინსკის ცენტრში - დემონსტრანტები გამარჯვების მოედანზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.

სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის, მინსკის გარდა, შეტაკება მოხდა ბრესტში, ვიტებსკსა და მოგილევოშიც.

ბულარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გუშინდელი კენჭისყრის შედეგად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ამომრჩევლის თითქმის 80-მა პროცენტმა მისცა ხმა. შედეგად ლუკაშენკო პრეზინდეტი უკვე მეექვსედ ხდება. მისმა კონკურნეტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი ხმების 6,8%-ი მიიღო.

კენჭისყრის პროცესი ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე და სამართალდამცველების გაძლიერებული პატრულირების ფონზე მიმდინარეობდა.

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზინდეტის პოსტს უკვე 26 წელია, იკავებს.

არჩევნების დღეს მინსკში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებიც.

დღის ამბები