20 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
დიდი სცენის მე-6 ცოცხალი კონცერტი გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნა

დიდი სცენის მე-6 ცოცხალი კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის მენტორობითა და  კონკურსანტების მონაწილეობით დიდი მაესტროს გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნა. გუშინდელი მუსიკალური წარმოდგენის შემდეგ, 2 აუტსაიდერიდან პროექტს აკაკი პაპუნიდი გამოეთიშა.

პლანეტის უდიდეს კომპოზიტორს, გია ყანჩელს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მრავალფეროვან, საინტერესო და გამორჩეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს მოიცავს. ეს კონცერტიც იყო ახალი აღმოჩენების, ინტერპრეტაციებისა და კარგად ნაცნობი მუსიკალური თხზულებების ახალი ვერსიების მუსიკალური წარმოდგენა. ამ ტურის მენტორმა, ნიკოლოზ რაჭველმა საგულდაგულოდ შეარჩია თითოეული მათგანისთვის რეპერტუარი, რათა მათ კიდევ ერთხელ შეძლებოდათ არსებული სასიმღერო უნარებისა და ნიჭის დემონსტრირება, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი აკომპანიმენტის თანხლებით.

გუშინდელ კონცერტზე მაყურებელთა და ჟიურის ქულათა ჯამით ყველაზე ნაკლები ხმა, ცოტნე ბარბაქაძემ, თინა დათიკაშვილმა და გიორგი ბუთკარაძემ მიიღეს. სწორედ თინა და გიორგიმ დაიკავეს აუტსაიდერების რიგები.

წინ ნახევარფინალია, რომელიც, 16 აგვისტოს, ტრადიციულად, კვირას 9 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში დაიწყება.

დღის ამბები