25 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
დედოფლისწყაროში კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" გათავისუფლებული თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ

დედოფლისწყაროში კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" გათავისუფლებული თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ.

დაზარალებულები ნავთობბაზასთან შეიკრიბნენ, ისინი სახელფასო დავალიანებების დროულად დაფარვასა და გათავისუფლებული თანაშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მათი თქმით, კომპანიას მოპოვებული ნავთობის გატანის საშუალება დავალიანების დაფარვის სანაცვლოდ მისცეს, თუმცა ამ დრომდე დაპირება არ სრულდება. 300 ტონამდე ნავთობი კი უკვე გატანილია.

შეგახსენებთ, კომპანია "ფრონტერას" 17-თვიანი სახელფასო დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში, მილიონამდე ლარი აქვს. მათ კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს.

დღის ამბები