პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ახლა ყველაზე მეტად გვერდში დგომა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სჭირდებათ.
"მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს. პირველ რიგში მათ სჭირდებათ გვერდში დგომა და გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება.
მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.