17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
გავაორმაგოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება - სტივენ ბიგანი

"უნდა გავაორმაგოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება" - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა გააკეთა.

ონლაინ კონფრენენციაზე სახელწოდებით "საქართველო და მისი სამეზობლო" მხარეებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, საქართველოს ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. კელი დეგნანმა შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრა.

დღის ამბები