იმერეთში სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ჰეროინს" მიაკვლიეს. კანონის დარღვევისთვის დაკავებულია ერთი პირი, 44 წლის მამაკაცი. მისი აყვანა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, 48 შეკვრად დაფასოებული, "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება სწორედ მის ავტომანქანაში ინახებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდება.