19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ახალი დირექტორის არჩევამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება - თინათინ ბერძენიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მაუწყებელში ცვლილებებს ჯერ არ გეგმავს. ეს არის თინათინ ბერძენიშვილის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძემ გენერალური დირექტორის თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაადგილება. ანუ, მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებს და მიზნებს. მით უფრო, ბატონმა ვასილმა ისაუბრა, რომ ახალი სეზონი მოვიდა უკვე და სტუდიები მზად არის, რომ დავიწყოთ სეზონი. ამ კუთხით მინდოდა მეთქვა, რომ სანამ ახალ დირექტორი არ იქნება არჩეული, საზოგადოებრივი მაუწყებელი სტატუს კვოს შეინარჩუნებს და შემდეგ დავხვდებით ახალ გენერალურ დირექტორს იმ მოცემულობით, რა მოცემულობაც გვაქვს,"-განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ხელმძღვანელის რანგში ბერძენიშვილი დაესწრო სამეურვეო საბჭოს სხდომას, სადაც ცნობად მიიღო მაღლაფერიძის გადაწყვეტილება პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები