13 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა. არასრულწლოვანი მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ექიმის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, პაციენტს დაზიანებული ჰქონდა ღვიძლის ქსოვილი. მისი თქმით ამ ეტაპისთვის პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

მომხდარის შესახებ დაშავებული მოზარდის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მოზარდები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ- ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები