19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ბიუჯეტის არამიზნობრივი განაწილება და პროექტებში მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემა - TI-ის ანგარიში თელავის საკრებულოს საქმიანობის შესახებ

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თელავის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში, ადგილობრივ კანონმდებლებს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააცნეს. მასში ყურადღება გამახვილებულია ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ განაწილებასა და პროექტებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ასევე ანგარიშში საუბარია, რომ თელავის საკრებულოს წევრები არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და ისინი ხშირ შემთხვევაში სხდომებსაც არ ესწრებიან.

"თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობა არანაირ ხარისხს არ აკმაყოფილებს. ჩვენს ანგარიშში ხაზგასმულია საკრებულოს ხარჯვითი ნაწილი და ასევე შევეხეთ სხდომაზე დასწრების საკითხს. ვმუშაობთ იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების მუშაობის გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდოს,"- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი კახეთში გიორგი ბიძინაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტში აღწერილი პრობლემები, საკრებულოს წევრებმა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

დღის ამბები