საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1385 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განახლებულ მონაცემებს NCDC ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა გაზრდილია 20-ით და ჯამში მათი საერთო მონაცემი 1128-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის 6903, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 278 პირი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.