გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე, შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ზ.ხ-ს მამა არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ.
თამაზ ხომასურიძემ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, რომ მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული.
დღეს მის საცხოვრებელ სახლში სამართალადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები.
ამასთან, თამაზ ხომასურიძემ შსს-ში შესვლამდე განაცხადა, რომ არ აპირებს, გამომძიებლების კითხვებს უპასუხოს.