17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
"ლელო" ოკუპირებულ აფხაზეთში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე და საფრთხეებზე საუბრობენ.

მათი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ფსოუზე რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ უკონტროლოდ შემოსულმა რუსულმა ტურისტულმა ნაკადმა საგრძნობლად გააუარესა სიტუაცია, რის შედეგადაც დაავადებულთა რიცხვმა საგანგაშოდ იმატა. ადგილზე არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა კი ვერ უმკლავდება ვირუსულ აფეთქებას.

"საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება ფსოუმდე და როკის გვირაბამდე და ის, რომ ამ ხალხს სჭირდება დახმარება აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით დახმარება აღმოუჩინონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში გადაკვალიფიცირდნენ ექიმები," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ლანა გალდავამ.

დღის ამბები