10 სექტემბერი 2026,   12:50
ვრცლად
ადიშთან დაკავშირება დღის მეორე ნახევრიდან, ან ხვალ დილიდან იქნება შესაძლებელი

მესტიაში, სადაც ძლიერმა ნალექმა სამი სოფელი დააზარალა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მომდინარეობს.

როგორც "კურიერს” მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა უთხრა, სოფელ ლენჯერში გზები უკვე გაწმენდილია, ასევე, აღდგენილია მოძრაობა სოფელ მულახში.

რაც შეეხება ადიშს, სადაც ადიდებულმა მდინარემ სამანქანო გზა მთლიანად წაიღო, აქ სამუშაოები დამხმარე გზის მოსაწყობად დაწყებულია.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სოფელთან დაკავშირება დღის მეორე ნახევრიდან, ან ხვალ დილიდან იქნება შესაძლებელი, რის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ ადიშშიც ჩატარდება.

რაც შეეხება ლენტეხს, მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია და ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია საკვები პროდუქტებით.

"ჩაკეტილია ოთხი სოფელი. მოსახლეობას მედიკამენტებს და სურსათს ვაწვდით და ეს ასეც გაგრძელდება,"- განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

დღის ამბები