"კურიერის" ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას გზის მონაკვეთზე, თბილისის სენაკის ავტობანზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შემდეგ დაზარალებულს რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
თბილისი-სენაკის გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივია.