06 სექტემბერი 2026,   17:47
ვრცლად
ლენჯერში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ლენჯერში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. როგორც მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა "კურიერს" უთხრა, პაციენტი ინფიცირებული ოჯახის კონტაქტია და მას ტესტის ჩატარების შედეგად სუსტად დადებითი პასუხი დაუდგინა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა Covid 19-სგან. დაბა მესტიასა და ლენჯერში, რომელიც ჩაკეტილ ზონად რჩება, ეპიდემიოლოგები მუშაობას განაგრძობენ. ადგილზე განმეორებითი ტესტირებები მიმდინარეობს.

დღის ამბები