19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მას შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ემუქრება. ის ითხოვს, რომ ნიკოლაძე გამოკითხონ.
"გუშინ პირდაპირ ეთერში მისგან მუქარა წამოვიდა. თურმე ნიკოლაძის ნათესავები მოდიოდნენ ჩემთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, თუმცა მანვე შეაჩერა ისინი და ჩემთან არ გამოუშვა. ამით ნიკოლაძე მაგრძნობინებს, რომ ჰყავს ხალხი, ვისაც შეუძლია მე ფიზიკურად გამისწორდნენ.
მოვითხოვ, მყისიერი რეაგირება მოჰყვეს ამას და ასევე მოვითხოვ, დაცვა დამიყენონ," - აცხადებს არასრულწლოვანი ბრალდებულის მამა თამაზ ხომასურიძე.