06 სექტემბერი 2026,   18:28
ვრცლად
შატილის ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა - ექიმები პროგნოზი ოპტიმისტურია

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შედეგად გადარჩენილი მგზავრები კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. სამი 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის.

თავდაპირველად, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ექიმების ინფორმაციით, დინამიკა დადებითისკენ შეიცვალა. სამივე მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა მედიკოსების პროგნოზები შედარებით უკვე ოპტიმისტურია.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები