07 სექტემბერი 2026,   09:31
ვრცლად
"კურიერმა" იმ პირთა ვინაობა გაარკვია, რომლებიც დღეს შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოზე გამოიკითხებიან

გიორგი შაქარაშვილის საქმის მორიგი პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სასამართლო, ამჯერად, ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეს განიხილავს. სხდომაზე წარდგებიან მოწმეებიც.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დადასტურდება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ორი საათისთვის უნდა დაიწყოს.

"კურიერისთვის" ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, რომელებიც დღეს არსებითი განხილვის ფარგლებში გამოიკითხებიან.  ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე. მათ შორის,  დაზარალებულები, ასევე ექსპერტები და გამომძიებლები, რომლებიც მუშაობდნენ აღნიშნულ საქმეზე.

ასევე ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესს არ დაესწრება ბრალდებული არასულწლოვანი ზ.ხ. ის უნდობლობას უცხადებს სასამართლო პროცესებს. მან ასევე საკუთარი ადვოკატის გიორგი გელხაურის  აცილება მოითხოვა. მის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი წარმოადგენს დღევანდელ პროცესზე, რომელიც საქმის გადადებას მოითხოვს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე წარმოადგენს ქრონოლოგიურად თავის მტკიცებულებებს, ჩვენ წინასწარ არ გვაქვს ინფორმაცია ვინ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მოგვცემს თანაბარ შესაძლებლობებს მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დადასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა, უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებაში, რაც არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება," - განაცხადა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

"ბრალდების მხარეს მოჰყავს საკუთარი მოწმეები. სავარაუდოდ, ესენი იქნებიან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა სტატუსის მქონე მოწმეებიც მოიყვანონ. შუამდგომლობის დაყენებას დღეს დაცვის მხარე არ აპირებს. მთავარი კითხვები გვექნება - რა საგამოძიებო ჩაატარეს, რამდენად შესაბამისობაში არის მათ მიერ განხორციელებული ქმედებები," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

დღის ამბები