01 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია - ზელენკსი

რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი ნაბიჯია, - განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ევრონიუსთან" ინტერვიუში თქვა, რომ თუ დიალოგს ომის დასრულების კუთხით შედეგი მოაქვს, მასზე უარის თქმა არ შეიძლება. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ომი მიმდინარე წელს დასრულდება.

"რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის წინ ვესაუბრე და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული რთული საკითხები განვიხილეთ. ამ დიალოგის შედეგი დღემდე სახეზე გვაქვს და ამას ყველა ვხედავთ. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია და მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია," - აღნიშნა ზელენსკიმ. 

დღის ამბები