16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ძალადობა უნდა შეწყდეს, ის არასდროს არის გამოსავალი - გერმანიის ელჩი საქართველოში

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერიგანცხადებით, გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

დიპლომატის თქმით, ძალადობა უნდა შეწყდეს, რადგან ის არასდროს არის გამოსავალი სოციალურ ქსელში 

მისი თქმით, გერმანია და ევროკავშირი საქართველოს პარტნიორები და მეგობრები არიან მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის.

"ძალადობა და დაზიანებები ამ ღამით თბილისში საპროტესტო აქციაზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასოდეს არის გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ ამ მოვლენებს. ჩვენ ვართ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის", – განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები