საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
უწყების ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე - სამოქალაქო პირები.
უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი უკვე გაეწერა კლინიკებიდან.