21 მაისი 2024,   15:49
ვრცლად
სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები - მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს უსამართლობა მოვა თქვენთანაც, დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი - ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტის დარბაზში შევიდა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ პირდაპირ კლინიკიდან მოვიდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და ისაუბრა, რომ წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს მისი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად და ასევე კომენტარები გააკეთა გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მას ერთგვარი მოწოდებები ჰქონდა ახალგაზრდების მისამართით.

"სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია.

თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი, აქედან გამოვიხედავ თუ არა ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან. ეს არის რუსული კანონი, ეს არის რუსული ხელწერა, მე მოვუწოდებ საზოგადოებას, არ ვიცი, რომელ არანორმალურს შეიძლება გაუხარდეს, რომ აი, სცემეს ოპოზიციონერები, დასაჯეს სამაგალითოდ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, ეს უსამართლობა მოვა თქვენთანაც. დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები